saWmeli sokoebi - beberasoko

Царство: Грибы
Отдел: Базидиомицеты
Класс: Агарикомицеты
Порядок: Boletales
Семейство: Болетовые
Род: Лекцинум
Вид: Обабок чернеющий
Латинское название: Leccinum crocipodiu

 

ბებერასოკო - (ინგ. Leccinellum crocipodium) (რუს. Обабок чернеющий)

სინონიმი: უცნობია.

ბებერასოკოების გვარის სოკო (Leccinum) ბოლეტუსისებრთა ოჯახისა (Boletaceae).

აღწერა

ქუდი ნახევარსფეროსებური, შემდეგ ბალიშისებური ბლაგვი ბოლოებით, დიამეტრი 5-15სმ. კანი მშრალი, გლუვი, მგრძნობიარე, ხშირად იბზარება, მოყავისფრო-ყვითელი ფერის.

რბილობი ღია ყვითელი ფერის, რბილი, გაჭრისას ხდება ღვინისფერი-წითელი ან იისფერ-ყავისფერი, მერე შავდება.

მილისებური (ან ფოროვანი) ფენა ჩაღრმავებებით და წვრილად შეზრდილი, სისქით 1,5-2,5 სმ, ლიმნისფერ-ყვითელი. ფორები პატარა, კუთხისკენ მომრგვალებული, დაჭერისას იასამნისფერ-მოყავისფრო ფერად იღებება.

ფეხის სიმაღლე 5-12 სმ, სისქე 1-დან 3 სმ-მდე, ცილინდრული ან თითისტარისებური ქვემოთ გასქელებული, მოყვითალო, ოხრისფერ-ყვითელი ქერცლებით, ძირისკენ ბადისმაგვარ ფორმას იღებს.

სპორის ფხვნილი ზეთისხილისფერ-მოყვითალო, სპორები 15х6 მკმ, თითისტარისებური.

ეკოლოგია და გავრცელება

ფესვს იკეთებს მუხის და წიფლის ხესთან, გვხვდება ევროპის თბილ რაიონებში. რუსეთში ცნობილია კავკასიის ტერიტორიაზე. ისხამს ცალკეულ ან ჯგუფურ ნაყოფს.

სეზონი: ივნისი-სექტემბერი.

საკვები თვისებები

საკვებად ვარგისი სოკო, გამოიყენება როგორც ახლად მომზადებული, ასევე გამხმარი და დაწნილებლი სახით. გახმობისას შავდება.

სინონიმები:

• Boletus crocipodius LETELL., 1838basionym
• Boletus luteoporus BOUCHINOT, 1904
• Boletus nigrescens RICHON & ROZE 1888, NOM. ILLEG.
• Boletus tessellatus GILLET, 1878, NOM. ILLEG.
• Boletus velenovskyi SMOTL., 1912
• Leccinum nigrescens (RICHON & ROZE) SINGER, 1947  და სხვ.

რუსული სინონიმები:

• ბებერასოკო ჭადრაკისებური